საერთაშორისო მედია მოლდოვაში დაგეგმილ კონფერენციას ეხმაურება, რომელშიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიიღებს მონაწილეობას
ამობეჭდვა · 24 / 02 / 2018 10:11
საერთაშორისო მედია მოლდოვაში დაგეგმილ კონფერენციას ეხმაურება, რომელშიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიიღებს მონაწილეობას

Associated Press, The Washington Post და  New York Times  მოლდოვაში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციას ეხმაურებიან, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მოლდოვისა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეებთან ერთად გაუძღვება.  

Associated Press-ის ინფორმაციით, კონფერენციაზე სამი ყოფილი საბჭოთა ქვეყნის წინაშე უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ. როგორც სააგენტო აღნიშნავს, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში რუსული აგრესია შეშფოთების მიზეზად რჩება. 

მისივე ცნობით,  კონფერენციაზე, რომელსაც საქართველო, მოლდოვა და უკრაინა უხელმძღვანელებენ, მსჯელობის მთავარი თემა „ევროპასთან ინტეგრაციის საერთო მისწრაფებები და რეგიონული უსაფრთხოება იქნება“. ასევე,  აღნიშნულია, რომ „სამივე ქვეყანა საერთო გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე დგას“. 

Associated Press-ზე დაყრდნობით, კიშინოვში 2 მარტს დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციიას ეხმაურებიან  The Washington Post  და New York Times. 

საერთაშორისო კონფერნეცია   - „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: აღმოსავლეთ პარტნიორობა და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები“ 2 მარტს, კიშინიოვში გაიმართება და მასში მონაწილეობას პოლიტიკოსები, ექსპერტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მიიღებენ.

 

ტეგები