დედებს. იმისთვის, რომ არ დაგვხოცონ - სალომე ბარკერი
ამობეჭდვა · 24 / 02 / 2018 12:42
დედებს. იმისთვის, რომ არ დაგვხოცონ - სალომე ბარკერი

ბლოგერი სალომე ბარკერი სოციალურ ქსელში ქალთა შესახებ პოსტს აქვეყნებს.

"დედებს. იმისთვის, რომ არ დაგვხოცონ.

ნუ გვატყუებთ "გეპრანჭება ალბათ", როცა ბაღელი გვჩაგრავს.

ნუ გვატყუებთ "მოსწონხარ ალბათ", როცა კლასელი გვჩაგრავს.

ნუ გვატყუებთ "შენზე ნერვიულობს", როცა მამა გვჩაგრავს.

ნუ გვატყუებთ "შენზე დარდობს", როცა ძმა გვჩაგრავს.

ნუ გვატყუებთ "უყვარხარ ალბათ", როცა შეყვარებული გვჩაგრავს.

ნუ გვატყუებთ "კარგი ეხლა, მოგეჩვენა, ეტყობა წყობიდან გამოვიდა, მთვრალი იყო, აბა როგორ გინდა, შენ მოუშლიდი ნერვებს, კაცია ვერ შეიკავა თავი, შენ ისეთი ენა გაქვს, მაგას კიდე რა უჭირს იმის ქმარი იჩხერს, შენ კიდე რა გიჭირს იმას ხელი მოსტეხა ქმარმა, მამაშენი არ გახსოვს როგორი იყო? მაგაზე უარესი არ დაგემართოს არაფერი, დაშორდები თუ რას იზამ? ნუ ბოდიალობ სისულელეს, ერთხელ შეეშალა და უნდა აპატიო, აბა ოჯახი რისი ოჯახია თუ არ იჩხუბეთ, ეგრე კიდევ იმდენს იჩხუბებთ შვილო, სულ შენ როგორ ხარ მართალი? აბა როგორ გინდა, აბა რა გეგონა, ხო იცი როგორ უყვარხართ შენ და ბავშვი?!" როცა ქმარი გვჩაგრავს, გვცემს, გვკლავს.

ნუ გვატყუებთ", - წერს ბლოგერი.

ტეგები