სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 24 / 02 / 2018 17:08
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები: ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს. არსებული მონაცემებით, ამ დროისათვის ისინი ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსეთის საოკუპაციო ძალებს და დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ ზემოთ ხსენებულ პირებს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის პროცესში არ შეუქმნას რაიმე ტიპის ხელოვნური ბარიერი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ე.წ. „ცხელი ხაზის“ მეშვეობით დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ასევე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის,არჩილ ტატუნაშვილის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენების საკითხზე.

ტეგები