პროკურატურა გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე, მსჯავრდებულის განცხადებებს სწავლობს
ამობეჭდვა · 24 / 02 / 2018 18:04
პროკურატურა გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე, მსჯავრდებულის განცხადებებს სწავლობს

2001 წელს საკუთარ სახლში ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ კოტე ციხისთავის განცხადებების საკითხს მთავარი პროკურატურა სწავლობსკურატურა სწავლობს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

„საქართველოს მთავარი პროკურატურა სწავლობს აღნიშნულ საკითხს, რის შედეგადაც მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება საზოგადოებას“, – აცხადებენ პროკურატურაში.

ჟურნალისტ გიორგი სანაიას ოჯახმა მსჯავრდებულ კოტე ციხისთავის განცხადებებზე გამოძიების დაწყება მოითხოვა. გიორგი სანაიას ძმის, ჟურნალისტ ვახო სანაიას განცხადებით, ყოფილი პანკისური დაჯგუფების წევრი კოტე ციხისთავი სატელევიზიო ეთერისას ასახელებდა ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს და კონკრეტულ პირებს, რომელთაც მკვლელობის საქმეზე აქვთ შემხებლობა. სანაიას განცხადებით, პროკურატურამ უნდა დაადგინოს და დაკითხოს მსჯავრდებული კოტე ციხისთავი.

მისივე განცხადებით, ისინი მომავალ კვირას ოფიციალურად მიმართავენ უწყებას.

ტეგები