მეტროსადგური „რუსთაველი“ მგზავრებს დროებით არ ღებულობდა
ამობეჭდვა · 24 / 02 / 2018 21:57
მეტროსადგური „რუსთაველი“ მგზავრებს დროებით არ ღებულობდა

მეტროსადგურ „რუსთაველში“ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში (21:15-21:30) მგზავრების მიღება შეჩერებული იყო. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

მეტროპოლიტენისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეებს განუცხადეს, რომ ესკალატორი დაზიანდა და უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე სადგურზე ჩასვლა დროებით შეჩერდა.

მგზავრთა ნაწილმა შეფერხება გააპროტესტა, მეტროსადგურის ადმინისტრაციამ კი მათ მოთმინებისკენ მოუწოდა.

ამ დროისთვის, რუსთაველი მგზავრთა მიღებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

ტეგები