სცენიდან ჩემი შვილის გამო წამოვედი - თეა დარჩია
ამობეჭდვა · 25 / 02 / 2018 17:21
სცენიდან ჩემი შვილის გამო წამოვედი - თეა დარჩია

"არ მეგონა, თუ სცენაზე ოდესმე ცეკვის გარდა სხვა რამეზე ვიფიქრებდი… როცა ჩემი მარიამი ჩემ გვერდით აღმოჩნდა სცენაზე, მაშინ მივხვდი, რას ნიშნავდა დედური ინსტინქტები. თავში მხოლოდ ის მიტრიალებდა, მხოლოდ მასზე ვფიქრობდი, მანდილი სწორად ჰქონდა შეკრული თუ არა, საყურე ხომ არ დაავიწყდა, ქამარი როგორ ეკეთა, მოძრაობას სწორად აკეთებდა თუ არა, იღიმებოდა თუ არა. მე საერთოდ დამავიწყდა ჩემი თავი და იქ მივხვდი, რომ ძალიან ძლიერი დედური ინსტინქტები მქონია.

ცეკვას თავი გავანებე და ჩემი საქმე, ანსამბლი ჩემს შვილს “გადავულოცე”… ნამდვილად არ მეგონა, ასეთი ძლიერი ინსტინქტები თუ მქონდა, იმიტომ, რომ ჩემი შვილის გამო წამოვედი სცენიდან", - განუცხადა sarkenews-ს თეა დარჩიამ.

ტეგები