საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
ამობეჭდვა · 25 / 02 / 2018 21:10
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა გერმანიის ნაკრებს უმასპინძლა და 77:87 დამარცხდა.

შეხვედრა სტუმართა უპირატესობით წარიმართა. პირველი ტაიმი გერმანიის ნაკრების სასარგებლოდ 51:38 დასრულდა.

ჩვენი გუნდიდან ყველაზე შედეგიანი 26 ქულით მაიკლ დიქსონი იყო. 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო საშინაო მატჩებს 29 ივნისს და 2 ივლისს, სერბეთთან და ავსტრიასთან გამართავს.

საქართველოს ნაკრები პირველად მონაწილეობს 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე და ასეთი დონის შეჯიბრს საქართველომ კალათბურთში პირველად უმასპინძლა.

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დასაძლევად ჩვენი გუნდი ჯგუფში საუკეთესო სამეულში უნდა მოხვდეს.

ტეგები