ნინო ბაციაშვილი ჭადრაკში საქართველოს ორგზის ჩემპიონია
ამობეჭდვა · 25 / 02 / 2018 23:43
ნინო ბაციაშვილი ჭადრაკში საქართველოს ორგზის ჩემპიონია

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს საიუბილეო, 75-ე ჩემპიონატის გამარჯვებული ნინო ბაციაშვილი გახდა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ბაციაშვილმა პირველობა 2017 წლის საქართველოს ჩემპიონ ბელა ხოტენაშვილთან ერთად გაინაწილა და უკეთესი დამატებითი მაჩვენებლებით პირველობა მოიპოვა. ამ გამარჯვებით ბაციაშვილმა საკუთარ რეიტინგს რვა ქულა შემატა და მსოფლიოში მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა.

ექვსი ქულით საქართველოს ჩემპიონატის მესამე ადგილზე ლელა ჯავახიშვილია, რომელმაც ბოლო ტურში სალომე მელია დაამარცხა.

ტეგები