გუჩი 500.000 დოლარს გაიღებს ამერიკაში იარაღის კონტროლის გასამკაცრებლად
ამობეჭდვა · 26 / 02 / 2018 13:42
გუჩი 500.000 დოლარს გაიღებს ამერიკაში იარაღის კონტროლის გასამკაცრებლად

გუჩი 500.000 დოლარს ჩადებს ამერიკაში იარაღის კონტროლის მოთხოვნის გამო დაგეგმილი მარშის გამართვაში, რომელიც 24 მარტს ვაშინგტონში გაიმართება. მარშის გამართვა 15 თებერვალს ფლორიდის სკოლაზე თავდასხმის შედეგად გადარჩენილმა მოსწავლეებმა დაგეგმეს. 

ალესანდრო მიკელე: "ჩემი სიყვარული არის ამ სტუდენტებთან და იქნება 24 მარტსაც. მე ვიდგები მარშზე ჩვენი სიცოცხლისთვის, ახალგაზრდა ძლიერ ქალებთან და კაცებთან ერთად, რომლებიც იბრძვიან საკუთარი და მომავალი თაობებისთვის."

შეგახსენებთ, 15 თებერვალს ნიკოლას კრუზმა სისხლიანი თავდასხმა მოაწყო ფლორიდის შტატის იმ სკოლაზე, საიდანაც გარიცხეს. შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 15 დაშავდა, მათგან 5 – მძიმედ. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გუჩის წარმომადგენლობა სოციალურ თემებზე ამახვილებს ყურადღებას. ახლახანს გუჩის კამპანია პარიზში სტუდენტურ აქციებსაც მიეძღვნა. 

ტეგები