„ქვა ავიღე, თავში ჩავარტყი და მერე დანა რამდენჯერმე ჩავარტყიო“ - ლადო გრიგალაშვილის აღიარებითი ჩვენება
ამობეჭდვა · 26 / 02 / 2018 14:08
„ქვა ავიღე, თავში ჩავარტყი და მერე დანა რამდენჯერმე ჩავარტყიო“ - ლადო გრიგალაშვილის აღიარებითი ჩვენება

ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა გამოძიების ოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებულმა მსხვერპლი სახლიდან 05:30 საათზე გამოიყვანა და კორპუსის უკან, სკვერში შურისძიების ნიადაგზე მოკლა. ანა ნაცვლიშვილი, მიყენებული ჭრილობებისგან ადგილზე გარდაიცვალა.

„კვირის პალიტრამ“ ბრალდებულის აღიარებითი ჩვენების ნაწილი მოიპოვა. გამოცემის ინფორმაციით, დაკითხვისას ლადო გრიგალაშვილმა სამართალდამცავებს უთხრა, რომ "თითქოს დანაშაულამდე რამდენიმე დღით ადრე, ანა შავ ბე-ემ-ვეში, უსიამოვნო ვითარებაში ნახა და უნდოდა გაერკვია ეს ამბავი, მაგრამ ანი იმ დღეებში მამა სოფელში წაიყვანა და ვერ ნახა. იმ ღამით კი სახლიდან რომ გამოიყვანა და ჰკითხა, ვისთან დადიხარო, გოგონამ კატეგორიულად უარყო ყველაფერი. ამის შემდეგ ბე-ემ-ვე უხსენა და როცა ანი შეეპასუხა, მისმა სიტყვებმა გონება დამიბნელა, ქვა ავიღე, თავში ჩავარტყი, წაიქცა და მერე დანა რამდენჯერმე ჩავარტყიო" - წერს "კვირის პალიტრა".

ტეგები