დაცვის პოლიციის კახეთის სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს
ამობეჭდვა · 27 / 02 / 2018 15:47
დაცვის პოლიციის კახეთის სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. ამ თანამდებობაზე სანდრო იაკობიშვილი მირიან ბაიდოშვილმა შეცვალა. ამის შესეხებ "კახეთის ხმა" წერს.

პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ბაიდოშვილი ახალ თანამდებობაზე დეპარტამენტის უფროსმა თელავში წარადგინა. ის მუშაობას უკვე შეუდგა.

შეგახსენებთ, რომ 3 თებერვალს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონულ სამმართველოს ახალ უფროსად თამაზ თამაზაშვილი დაინიშნა. 

რეგიონში ცვლილებებია სხვა უწყებებშიც: საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის სამმართველოს გიორგი რუაძის ნაცვლად, გიორგი ჩარკვიანი უხელმძღვანელებს. ჩარკვიანი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებას უკვე შეუდგა.

ტეგები