პაატა ბურჭულაძის მეუღლე პროკურატურაშია დაბარებული
ამობეჭდვა · 27 / 02 / 2018 17:56
პაატა ბურჭულაძის მეუღლე პროკურატურაშია დაბარებული

 ფონდ „იავნანას“ ყოფილი ხელმძღვანელის, პაატა ბურჭულაძის მეუღლე პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული.

მას უწყებაში უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდი „იავნანას“ დიდი ოდენობით თანხის მითვისების და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოკითხავენ.

ბურჭულაძის მეუღლეს საგამოძიებო ორგანოში 1-ელ მარტს, 13:00 საათზე ელოდებიან.

ტეგები