პოლონეთში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს
ამობეჭდვა · 28 / 02 / 2018 11:03
პოლონეთში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში უკრაინის შვიდი, საქართველოს ხუთი და მოლდოვის ერთი მოქალაქე დააკავეს. ბრალდებულებს პოლონელ პოლიციელებზე თავდასხმა ედებათ ბრალად. 

დაკავებულებს სამართალდამცველზე თავდასხმისთვის ბრალი უკვე წარედგინა და 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მათგან შვიდი დაკავებულია, ერთი კი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

დაკავებულები პოლონეთში სამუშაოდ იმყოფებოდნენ.

ტეგები