ხვალიდან ვაკის რაიონის 32 ქუჩაზე ნაგავმზიდი მანქანები მხოლოდ ღამის საათებში იმოძრავებენ
ამობეჭდვა · 28 / 02 / 2018 13:22
ხვალიდან ვაკის რაიონის 32 ქუჩაზე ნაგავმზიდი მანქანები მხოლოდ ღამის საათებში იმოძრავებენ

ხვალიდან, დედაქალაქის 32 ქუჩაზე ნაგავმზიდი მანქანები მხოლოდ ღამის საათებში იმოძრავებენ.

"თბილისის მერია, დედაქალაქში მოძრაობის განტვირთვისა და სისუფთავის დაცვის მიზნით, პირველი მარტიდან საპილოტე პროექტს იწყებს, რომელიც ვაკის პარკიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე და მის მიმდებარე ქუჩებზე, ნაგავშემკრები კონტეინერების ღამის საათებში დაცლას ითვალისწინებს.

საპილოტე პროექტის ფარგლებში, „თბილსერვის ჯგუფის“ ნაგავმზიდი ავტომანქანები ვაკის რაიონის 32 ქუჩაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენებს 22:00 საათიდან გაიტანენ.

საპილოტე რეჟიმში ერთვება ჭავჭავაძის გამზირი, აბაშიძის ქუჩა, ფალიაშვილის ქუჩა, ბერძენიშვილის ქუჩა, მუხაძის ქუჩა, კავსაძის ქუჩა, ბაზალეთის ქუჩა, ერისთავის ქუჩა, ნაფარეულის ქუჩა, ბარნოვის ქუჩა, არაყიშვილის ქუჩა, ტაბიძის ქუჩა, რადიანის ქუჩა, მცხეთის ქუჩა, შატბერაშვილის ქუჩა, ჯანაშვილის ქუჩა, ქუთათელაძის ქუჩა, ატენის ქუჩა, რაზმაძის ქუჩა, ელიავას ქუჩა, ცხვედაძის ქუჩა, მარუხის გმირების ქუჩა, ქობულეთის ქუჩა, ჩოლოყაშვილის ქუჩა, რამიშვილის ქუჩა, გაბაშვილის ქუჩა, ყიფშიძის ქუჩა, აბულაძის ქუჩა, მარაბდის ქუჩა, მოსეშვილის ქუჩა, დარიალის ქუჩა და კეკელიძის ქუჩა.

პროექტის წარმატებისთვის საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა გადამწყვეტია, რაც მათი მხრიდან კონტეინერების არა დღის განმავლობაში, არამედ 21:00 საათიდან ავსებას ითვალისწინებს.

ახალი გრაფიკი ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე გარკვეულწილად, მოძრაობის განტვირთვას უზრუნველყოფს, პილოტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი, აღნიშნული მიდგომა მთელი ქალაქის მასშტაბით დაინერგება", - აღნიშნულია თბილსერვისის ჯგუფის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტეგები