პრეზიდენტმა გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს მიუსამძიმრა
ამობეჭდვა · 28 / 02 / 2018 18:45
პრეზიდენტმა გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტი ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიისას მოზარდის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს უსამძიმრებს:

"უაღრესად დამწუხრებული ვარ, ბარათაშვილის ქუჩაზე უბედური შემთხვევისას 14 წლის მოზარდის ასლან მამედოვის დაღუპვის გამო.ამ მძიმე წუთებში ვუთანაგრძნობ მის ოჯახსა და მეგობრებს", - ნათვამია პრეზიდენტის მიმართვაში.

ორბელიანის მოედანზე შუშის ჩამოვარდნისას დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი გარდაიცვალა. ექიმის თქმით, ბავშვს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმა ჰქონდა. შემთხვევის შედეგად სულ 6 ადამიანი დაშავდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ტეგები