Facebook-ის მომხმარებლები სტატუსების განახლებას ვერ ახერხებენ - რა ხდება?
ამობეჭდვა · 28 / 02 / 2018 20:26
Facebook-ის მომხმარებლები სტატუსების განახლებას ვერ ახერხებენ - რა ხდება?

რამდენიმე საათია ფეისბუქის მომხმარებლები საკუთარ კედელზე პოსტვას ვერ ახერხებენ. ამ პრობლემამ უამრავი ადამიანი შეაწუხა - ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ისინი ვიღაცამ დაარეპორტა, ზოგიერთები კი ამბობენ, რომ ფეისბუქმა გაჭედა.

ეს პრობლემა მხოლოდ ქართველ მომხმარებლებს არ ეხებათ. სხვადასხვა ფორუმებსა თუ საიტებზე არაერთი უცხოელი მომხმარებელი წერს ამ პრობლემის შესახებ. უკმაყოფილო მომხმარებლები არიან ესპანეთიდან, ნორვეგიიდან, შვედეთიდან, აშშ-დან და სხვ.

პოსტების განთავსება შეფერხებულია სხვადასხვა ჯგუფებშიც.

პირველ რიგში გეტყვით, რომ სანერვიულო არაფერი გაქვთ. როგორც ჩანს, ფეისბუქი მორიგ განახლებას აკეთებს და ალგორითმს ცვლის, რის გამოც სტატუსის განახლება დროებით შეზღუდულია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეისბუქი სტატუსის განახლების ჩარჩოში ახალ ფუნქციას ამატებს, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს წერისას ბულეტები გამოიყენონ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პრობლემა ჯერჯერობით მხოლოდ Desktop კომპიუტერებიდან შეიმჩნევა. მობილურებიდან მომხმარებლებს ჯერ კიდევ შეუძლიათ პოსტების განთავსება.

 


წყარო

ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია თავად ფეისბუქს.

ტეგები