შუშის დაცემის შედეგად გარდაცვლილი მოზარდი 14 წლის ასლან მამედოვია
ამობეჭდვა · 01 / 03 / 2018 15:56
შუშის დაცემის შედეგად გარდაცვლილი მოზარდი 14 წლის ასლან მამედოვია

ბარათაშვილის ქუჩაზე „სახელმწიფო ელექტრო სისტემის“ შენობის ფასადიდან ჩამოვარდნილი შუშის დაცემის შედეგად გარდაცვლილი 14 წლის მოზარდი ასლან მამედოვია.

შემთხვევა გუშინ მოხდა. შედეგად 6 მოზარდი დაშავდა, ასლან მამედოვი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო დანარჩენი 5 მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

ასლან მამედოვს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები თავის არეში ჰქონდა მიღებული.

ტეგები