ბარათაშვილის ხიდის ქვეშ გაჭედილი სატვირთოს მძღოლი 250 ლარით დაჯარიმდა
ამობეჭდვა · 01 / 03 / 2018 18:55
ბარათაშვილის ხიდის ქვეშ გაჭედილი სატვირთოს მძღოლი 250 ლარით დაჯარიმდა

დღეს დილით, ბარათაშვილის ხიდის ქვეშ გაჭედილი სატვირთოს მძღოლი 250 ლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფორმაციას On.ge ავრცელებს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მძღოლი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს.

საგზაო მოძრაობის წესების დაუმორჩილებლობისთვის პირი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 125-ე მუხლით ჯარიმდება.
 

ტეგები