უჩვეულო მოვლენა აშშ-ში - მიჩიგანის შტატში ტბა ცისფერი ყინულით დაიფარა
ამობეჭდვა · 01 / 03 / 2018 18:59
უჩვეულო მოვლენა აშშ-ში - მიჩიგანის შტატში ტბა ცისფერი ყინულით დაიფარა

თებერვლის ბოლოს, ამერიკაში, მიჩიგანის შტატის მცხოვრებლებმა შენიშნეს, რომ მაკინოს სრუტეში ტბა ცისფერი ყინულით დაიფარა. ინფორმაციას Foxnews-ი ავრცელებს.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, სინამდვილეში ყინული ცისფერი სულაც არაა და ასე მხოლოდ თვალი აღიქვამს.

საქმე იმაშია, რომ უქარო ამინდში სუფთა წყალი თანაბრად იყინება, წარმოიქმნება დიდი, სწორი ფილები, რომლებიც განსხვავეულად ირეკლავენ მზის სინათლეს. ყინულის ეს ფილები შთანთქავენ სინათლის წითელ ტალღებს (ყველაზე გრძელ ტალღებს) და ირეკლავენ ლურჯს (ყველაზე მოკლე ტალღებს). ამის გამო, ყინული იღებს ცისფერ შეფერილობას. 

ტეგები