გუდაური-კობის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა
ამობეჭდვა · 02 / 03 / 2018 12:17
გუდაური-კობის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური-კობის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

„ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მლეთა-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. ხოლო გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

შეგახსენებთ, რომ ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის ​მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

ტეგები