სომხეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს
ამობეჭდვა · 02 / 03 / 2018 13:50
სომხეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

სომხეთის ეროვნულმა კრებამ, მმართველი პარტიის კანდიდატის, დიდ ბრიტანეთში სომხეთის ყოფილი ელჩის, არმენ სარგსიანის პრეზიდენტად არჩევას დაუჭირა მხარი. 

კენჭისყრაში 101 კანონმდებელი მონაწილეობდა. კანონმდებლობით, არმენ სარგსიანის კანდიდატურის დასამტკიცებლად საკმარისი იყო 79 ხმა.

სარგსიანი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესებას შეეცდება.

რიგით მეოთხე პრეზიდენტი, არმენ სარგსიანი უფლებამოსილების შესრულებას 9 აპრილიდან შეუდგება.

 

ტეგები