ირაკლი კობახიძემ მაღალი ტრიბუნა გამოიყენა საერთაშორისო საზოგადოების მობილიზაციისთვის - არჩილ თალაკვაძე
ამობეჭდვა · 02 / 03 / 2018 15:25
 ირაკლი კობახიძემ მაღალი ტრიბუნა გამოიყენა საერთაშორისო საზოგადოების მობილიზაციისთვის - არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ირაკლი კობახიძემ კიშინიოვში, საერთაშორისო კონფერენცია  საერთაშორისო საზოგადოების მობილიზაციისთვის გამოიყენა.

"ირაკლი კობახიძემ კიშინიოვში, საერთაშორისო კონფერენციაზე არამხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობას, არამედ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს მიმართა, რომ საქართველოს აქვს პროგრესი და მზადყოფნა, რომ ეს სიკეთეები ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას გაუზიაროს.

კიშინიოვში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთი ინიციატორი სწორედ ირაკლი კობახიძე იყო და მან ეს მაღალი ტრიბუნა გამოიყენა საერთაშორისო საზოგადოების მობილიზაციისთვის. საქართველო არის საიმედო პარტნიორი რეგიონში და საქართველოს წარმატება თანამეგობრობის სტრატეგიული ინტერესია", - ანაცხადა გარჩილ თალაკვაძემ.

ტეგები