ირაკლი კობახიძის კიშინიოვში ვიზიტით საქართველო კვლავ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია - ანრი ოხანაშვილი
ამობეჭდვა · 02 / 03 / 2018 18:34
 ირაკლი კობახიძის კიშინიოვში ვიზიტით საქართველო კვლავ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია - ანრი ოხანაშვილი

დეპუტატ ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კიშინიოვში ვიზიტით საქართველო კვლავ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.

"ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე - „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: აღმოსავლეთ პარტნიორობა და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევი”, მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერა რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის კუთხით, რისი მიღწევაც საქართველოსთვის მხოლოდ მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად არის შესაძლებელი.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენი სახელმწიფო დღეს უფრო მეტად ძლიერი და სტაბილურია იმ ინსტიტუციური რეფორმების კვალდაკვალ, რომლებიც საქართველოში ხორციელდება. ასევე უპრეცენდენტოდ მჭიდროა საქართველოს თანამშრომლობა ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გაამახვილა ჩვენი მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკულ გარდაცვალებაზე ოკუპირებული ცხინვალის ციხეში, რის გამოც საპარლამენტო უმრავლესობამ საქართველოს პარლამენტში სპეციალური რეზოლუციის ინიცირება მოახდინა.

პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია საოკუპაციო რეჟიმისთვის, რომ ჩვენი ხელისუფლება არ შეეგუება ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეების უფლებების უხეშ დარღვევას", - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

 

 

 

ტეგები