ოთო კახიძე ვანო ჯავახიშვილს დაუპირისპირდა
ამობეჭდვა · 03 / 03 / 2018 00:06
ოთო კახიძე ვანო ჯავახიშვილს დაუპირისპირდა

 "ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე ვანო ჯავახიშვილს სოციალურ ქსელში აკრიტიკებს. 

"რუსთავი ორის პოლიტიკურმა კომედიანტმა - ვანო ჯავახიშვილმა დღეს ახალი სიმაღლე დაიპყრო. აქამდე ბიძინაზე მიყიდულობას გვაბრალებდა ქვეშქვეშა სატირით.

ახლა გამოდგა და გიგი უგულავას პირდაპირ 48 მილიონის მითვისება და გაფლანგვა დააბრალა. თან, ცნობისათვის - ფულის შეტყაპუნება ივანიშვილის პროკურატურასაც კი არ დაუბრალებია. ბიძინას პოლიტიკური დევნის იარაღი - ურთმელიძეების სასამართლო მოიყვანა მოწმედ ტელევიზიამ, რომელიც იმავე უწყებამ დააყადაღა და მფლობელს ჩამოართვა.ეს არის ნაძირლობა, რომელიც უკან დაუბრუნდება ყველას, ვინც უკვეთავს, ასრულებს და მდუმარედ უყურებს მაგ სიბინძურეს.

Karma is a bitch", - წერს კახიძე.

ტეგები