სამგორში ძლიერი ხანძარია (ვიდეო)
ამობეჭდვა · 04 / 03 / 2018 10:18

სამგორში, გიორგი ნადარეიშვილის ქუჩაზე ძლიერი ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, იწვის ერთსართულიანი საწყობის შენობა და მასში განთავსებული ხის მასალა.

ცეცხლი 2000 კვ.მ-ზეა გავრცელებული. ადგილზე მობილიზებულია 30 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.

შემთხვევის შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ტეგები