სამგორში ხანძარი ლოკალიზებულია
ამობეჭდვა · 04 / 03 / 2018 10:29
სამგორში ხანძარი ლოკალიზებულია

სამგორში, გიორგი ნადარეიშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, იწვოდა ერთსართულიანი საწყობის შენობა და მასში განთავსებული ხის მასალა.

მათივე ცნობით, ცეცხლი 2000 კვ.მ-ზეა გავრცელდა. ადგილზე მობილიზებული რჩება 30 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და ცეცხლის კერების ჩაქრობა მიმდინარეობს.

საამქროში დასაქმებულები აცხადებენ, რომ როდესაც დილით სამსახურში მივიდნენ, ხის საამქროს ცეცხლი უკვე ეკიდა.

მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ტეგები