სამგორში დამწვარი საწარმო პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში იყო დაფინანსებული
ამობეჭდვა · 04 / 03 / 2018 11:02
სამგორში დამწვარი საწარმო პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში იყო დაფინანსებული

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ანდრე ქუჯაიძის ინფორმაციით, სამგორში, ხის საამქროში გაჩენილი ხანძრის შედეგად 3000 კვ.მ.-დე ფართობი დაიწვა.

"დაიწვა დაახლოებით 2000-დან 3000 კვ.მ-მდე სასაწყობე ფართი, სადაც ინახებოდა ხის მასალა. საწყობი მთლიანადაა დამწვარი. დაშავებული არ გვყავს. ხანძარი დაახლოებით 08:00 საათზე გაჩნდა. ამჟამად ცეცხლი ლოკალიზებულია და ცალკეული კერების ჩაქრობა მიმდინარეობს. ადგილზე 15 სახანძრო ბრიგდა მუშაობს. რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, ამას გამოძიება დაადგენს", - განაცხადა ქუჯაიძემ.

არსებული ინფორმაციით, საწარმო პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში იყო დაფინანსებული და ძაღლებისთვის ხის სადმოები მზადდებოდა.

ტეგები