დონალდ ტრამპი ნარკომოვაჭრეების სიკვდილით დასჯის წინადადებით გამოდის
ამობეჭდვა · 04 / 03 / 2018 11:37
დონალდ ტრამპი ნარკომოვაჭრეების სიკვდილით დასჯის წინადადებით გამოდის

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნარკომოვაჭრეებისთვის სიკვდილით დასჯის დაწესების წინადადებით გამოდის. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

“ნარკომოვაჭრეებს, ნარკოტიკების გამავრცელებლებს მართლა დიდი ზიანი მოაქვთ. ზოგიერთ ქვეყანაში ამაზე ძალიან, ძალიან მკაცრი სასჯელია, სასჯელის უმაღლესი ზომაა და სხვათა შორის, მათ ნარკოტიკებთან დაკავშირებით ბევრად ნაკლები პრობლემები აქვთ, ვიდრე ჩვენ. თუ ერთ ადამიანს მოკლავ, შენ სიკვდილით დაგსჯიან. ამ ხალხმა შეიძლება 2000, 3000 ადამიანი მოკლან და მათ არაფერს ემართებათ,” – განაცხადა ტრამპმა.

ტეგები