Google-სა და YouTube-ს თეთრკანიანების დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ
ამობეჭდვა · 04 / 03 / 2018 17:36
Google-სა და YouTube-ს თეთრკანიანების დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ

Google-სა და YouTube-ს თეთრკანიანების დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ: არნე უილბერგმა ყოფილი დამქირავებლების წინააღმდეგ სასამართლოში სამოქალაქო სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ Wall Street Journal-ი წერს.

უილბერგი Google-ში 5 წელი მუშაობდა, 4 წელი კი რეკრუტერის პოზიციაზე YouTube-ში გაატარა.

კაცის მტკიცებით, გასული წლის აპრილში მან და YouTube-ს სხვა რეკრუტერებმა ბრძანება მიიღეს, რომლის თანახმადაც მათ გასაუბრებაზე ზოგიერთი კატეგორიის მოქალაქეები არ უნდა მიეწვიათ.

უილბერგის თქმით, უმსხვილეს ვიდეოგვერდზე არის პოზიციები, რომლის დაკავება ევროპელ და აზიური წარმოშობის კაცებს არ შეუძლიათ. ამასთან, YouTube სამუშაოდ იწვევდა ქალებს ან ფერადკანიან და ლათინოამერიკელ კაცებს.

არნე უილბერგი YouTube-დან 2017 წლის ნოემბერში გაათავისუფლეს. მისი მტკიცებით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ ის დისკრიმინაციასთან ბრძოლის კანონების დარღვევას აპროტესტებდა.

Wall Street Journal-ის კითხვაზე საპასუხოდ YouTube-ში განაცხადეს, რომ კანდიდატების ასაყვანად მათ მკვეთრი პოლიტიკა აქვთ, რომელიც თანამშრომლების აყვანას მათი დამსახურების და არა პიროვნების მიხედვით ითვალისწინებს. "ეს გვეხმარება საუკეთესო ადამიანები ავიყვანოთ სამსახურში, გავაუმჯობესოთ ჩვენი კულტურა და საუკეთსო პროდუქტები შევქნათ"- განაცხადეს კომპანიაში.

ტეგები