ოსკაროსანი ფილმები დაასახელეს
ამობეჭდვა · 05 / 03 / 2018 10:07
ოსკაროსანი ფილმები დაასახელეს

ლოს-ანჯელესში, ოსკარის 90-ე დაჯილდოების ცერემონიალზე გამარჯვებული ფილმები დაასახელეს.

საუკეთესო ფილმის ტიტული "წყლის ფორმას" ერგო, მის რეჟისორ გილერმო თავად დელ ტორო კი საუკეთესო რეჟისორად დასახელეს.

მთავარი როლის ნომინაციაში მსახიობი კაცი ფილმ "Darkest Hour" მსახიობი გარი ოლდმანი გახდა.

მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი კი ფრენსის მაკდორმანდი გახდა  ფილმიდან "Three Billboards outside Ebbing, Missouri.

ნომინაციაში მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი ელისონ ჯენი დაასახელეს, ხოლო კაცი მსახიობი -  სემ როკუელი.

საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარად "Blade Runner: 2049" დასახელდა. საუკეთესო მონტაჟისთვის კი ოსკარი "Dunkirk"-მა მიიღო.

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი ჩილელი რეჟისორის "ფანტასტიური ქალი" გახდა.

საუკეთესო ანიმაციური ფილმის ნომინაციაში "Coco"-მ გაიმარჯვა. საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი კი "Dear Basketball"-ი გახდა.

საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად "Icarus"-ი დასახელდა.საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის ოსკარი The Silent Child-მა მიიღო.

ნომინაციაში საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი "Heaven Is a Traffic Jam on the 405"-მა გაიმარჯვა.

ტეგები