ინდოეთში მსურველები მკერდის გაზრდას უფასოდ შეძლებენ
ამობეჭდვა · 05 / 03 / 2018 13:04
ინდოეთში მსურველები მკერდის გაზრდას უფასოდ შეძლებენ

ინდოეთში მკერდის გაზრდის ოპერაციები სამედიცინო დაზღვევის პროგრამაში დაამატეს. 

ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ ეს საჭირო გახდა მცირეშემოსავლიანი ხალხის დასაცავად, რადგან ხშირად ისინი ასეთი ოპერაციებისთვის უფრო იაფ და დაბალხარისხიან კლინიკებს მიმართავდნენ, არაპროფესიონალების ხელში საშიშროებას უქმნიდნენ თავიანთ ჯანმრთელობას. ბევრ მათგანს კი ამ სურვილის შესასრულებლად ბანკიდან დიდი კრედიტების აღებაც უწევდათ. დაზღვევა ასევე დააფინანსებს მკერდის ზომის დაპატარავების ოპერაციებსაც. 

"მე ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა იყოს მკერდის გაზრდის ან დაპატარავების ოპერაცია ხელმისაწვდომი ღარიბი მოსახლეობისთვისაც. ზოგიერთს სურს დაიპატარავოს მკერდის ზომა ზურგის არეში ტკივილების გამო, ზოგს პირიქით, გაზრდა სჭირდება თვითშეფასების ამაღლებისთვის", - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი ინტერვიუში.

პლასტიკური ქირურგიის პოპულარობა ინდოეთში სულ უფრო იზრდება. 2016 წელს 420,000 ასეთი ოპერაცია გაკეთდა.

ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა თავის კოლეგას პოპულისტი უწოდა - "სახელმწიფო სახსრები დაავადების მკურნალობაზე უნდა იხარჯებოდეს. სამწუხაროდ, ჩვენ ახლა აქცენტი სილამაზეზე უფრო გვაქვს, ვიდრე სიცოცხლის გადარჩენაზე".

ტეგები