ქართველი სპორტსმენები პიონგჩანგის პარალიმპიურ თამაშებზე მიემგზავრებიან
ამობეჭდვა · 05 / 03 / 2018 15:04
ქართველი სპორტსმენები პიონგჩანგის პარალიმპიურ თამაშებზე მიემგზავრებიან

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად, თბილისის პარაცენტრში ქართველ პარალიმპიელებს და საქართველოს პარალიმპიური დელეგაციის წევრებს შეხვდა. 

საქართველოს პარალიმპიური დელეგაცია პირველად არსებობის მანძილზე, 2018 წლის პიონგჩანგის პარალიმპიურ თამაშებზე მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 9-18 მარტს პიონგჩანგში გაიმართება.

საქართველოს ზამთრის პარალიმპიური თამაშების 2 ლიცენზია აქვს მოპოვებული. სამხრეთ კორეაში საქართველოს ღირსებას თემურ დადიანი და ნინო საბაშვილი დაიცავენ, რომლებიც სათხილამურო კროსში იასპარეზებენ. მინისტრთან შეხვედრას პარალიმპიელ სპორტსმენებთან და მწვრთნელებთან ერთად, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი შალვა მაისურაძე, მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა ესწრებოდნენ. 

ტეგები