ბორჯომის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 9 მარტს ჩაინიშნა
ამობეჭდვა · 05 / 03 / 2018 19:59
ბორჯომის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 9 მარტს ჩაინიშნა

ბორჯომის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 9 მარტს ჩაინიშნა. აღნიშნულ სხდომაზე უნდა გადაწყდეს, დაუჭერს თუ არა მხარს ბორჯომის საკრებულო მერიის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს, სადაც მერიის თანამშრომლების საშტატო ნუსხა და ხელფასები უნდა დამტკიცდეს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის განცხადებით, გარდა ბორჯომის მერის ლევან ლიპარტიას ხელფასისა, ყველა თანამშრომელს ისევ გაზრდილი ხელფასი დაუტოვეს.

ლევან ლიპარტია განმარტავს, რომ მან იგივე ხელფასი 2650 ლარი დაიტოვა და განმარტა, რომ მთავარია საკრებულომ ორთვიანი ლოდინის შემდეგ თანამშრომლების ხელფასი დაამტკიცოს.

სხდომა 9 მარტს, 12:00 საათზეა ჩანიშნული.

ტეგები