თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ 100 წლის მხატვარს იუბილე მიულოცა
ამობეჭდვა · 05 / 03 / 2018 20:30
თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ 100 წლის მხატვარს იუბილე მიულოცა

თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ და ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა მხატვარ ეთერ ყიფიანს 100 წლის იუბილე მიულოცეს. იუბილარი ქალბატონს თბილისის მერიის ხანდაზმულთა პროგრამის ფარგლებში, საჩუქრად 1000 ლარი გადაეცემა.

„როგორც იცით, თბილისის მერია ყველა ასი წლის და ას წელზე ზევით ასაკის მოქალაქეს ყოველწლიურად ურიცხავს 1000 ლარს. ვცდილობთ, რომ ჩვენს უხუცეს და ძვირფას ადამიანებს პირადად შევხვდეთ და მივულოცოთ”, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ. 

ეთერ ყიფიანს 2 შვილი და 2 შვილიშვილი ჰყავს. მას შექმნილი აქვს მრავალი ფერწერული ტილო და დღემდე აგრძელებს შემოქმედებით საქმიანობას.

ტეგები