სურამის ფსიქიატრიულ კლინიკაში ღირსების შემლახავი პირობებია - სახალხო დამცველი
ამობეჭდვა · 05 / 03 / 2018 23:07
სურამის ფსიქიატრიულ კლინიკაში ღირსების შემლახავი პირობებია - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, ქაჯაიას სახელობის „სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოში" არსებულ მდგომარეობა პაციენტებისთვის ღირსების შემლახავია. ამის შესახებ ომბუდსმენის განცხადებაში წერია.

ლომჯარია შეშფოთებას გამოთქვამს დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურული და თერაპიული გარემოთი, რაც პაციენტები ფაქტიურად გაუსაძლის, ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში ამყოფებს.

„სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს“ მთლიანი შენობა, როგორც საცხოვრებელი, ასევე საერთო სარგებლობის ტერიტორიები ძველი და გაუმართავია, ძველია ინვენტარიც, უკიდურესად მძიმეა სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ფაქტიურად არ არსებობს თერაპიული გარემო", - წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, გაწეული ფსიქიატრიული დახმარება არაადეკვატურია. განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა არასაკმარისი დაფინანსება, რაც პირდაპირ კავშირშია მიწოდებული ფსიქიატრიული დახმარების ხარისხზე.

ტეგები