ემა უოტსონის შეცდომა
ამობეჭდვა · 06 / 03 / 2018 10:40
ემა უოტსონის შეცდომა

ფილმ "ჰარი პოტერის" ვარსკვლავი, ემა უოტსონი ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე ყურადღების ცენტრში მოექცა.

ოსკარის ცერემონიის შემდეგ ვარსკვლავები Vanity Fair Party-ზე შეიკრიბნენ. დღესასწაულზე მსახიობი გამოჩნდა შავ კაბაში, მასიური სამკაულით. თუმცა, ყურადღება მისმა ტატუმ უფრო მიიქცია. ემამ ჰოლივუდში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ დაწყებულ მოძრაობას გამოუცხადა მხარდაჭერა. ამასთან დაკავშირებით მან მაჯაზე ტატუც გაიკეთა, რომელიც როგორც აღმოჩნდა გრამატიკული შეცდომით დაუწერია. ფრაზა "Time is up" შემოკლებით იწერება "Time's up" მსახიობის ტატუზე კი აპოსტროფი გამოტოვებულია. 

სოციალურ ქსელებში ემას გულშემატკივრები ამ ამბავს განიხილავენ და წერენ, რომ არ ესმით, თუ როგორ შეიძლება ასეთი უხეში შეცდომა დაუშვას ადამიანმა, რომელმაც უნივერსიტეტი დაამთავრა.

ტეგები