
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ მონაწილეობა მიიღო ნატოს წლიური ეროვნული პროგრამის 2018 წლის პრიორიტეტების განხილვაში, სადაც ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე პასუხისმგებელი და ჩართული მხარეები ასევე, ნატო-სა და წევრი ქვეყნების ექსპერტები მონაწილეობდნენ.
სამუშაო შეხვედრა თემაზე: „წინსვლა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისა და ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში ჩრდილო ატლანტიკური ორგანიზაციისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების ექსპერტებთან ერთად, საქართველოს 2018 წლის, წლიური ეროვნული პროგრამის რიგით მე-10 პროექტი განიხილეს.
სამუშაო შეხვედრაზე ნატო-ს და წევრი ქვეყნების ექსპერტების მიერ გამოთქმული რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველო ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის 2018 წლის წლიურ ეროვნულ პროგრამას დაამტკიცებს, რის შემდეგაც, ქართული მხარე დოკუმენტს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, უკვე ალიანსს წარუდგენს.
სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში, ბოლო პერიოდში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე, 2018 წლის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და სამიტის მოლოდინებზე.
„ვისაუბრე ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების დინამიკაზე და პარლამენტის როლზე ANP-ის პრიორიტეტების შემუშავებისა და შეფასების პროცესში“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ტეგები
USD | 3.0401 |
EUR | 3.4387 |
GBP | 3.8351 |
TRY | 0.4451 |