სოფიო კილაძე თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
ამობეჭდვა · 06 / 03 / 2018 18:37
სოფიო კილაძე თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფატმა სერენ იაზგანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო თურქეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეების უფლებების დაცვის საკითხი. მხარეებმა ისაუბრეს, ასევე თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე.

„განვიხილეთ ძირითადი მიმართულებები ადამიანის უფლებების კუთხით, რითაც ორივე მხარე დაინტერესებულია და ასევე, თანამშრომლობის სამომავლო გეგმებიც. ჩვენთვის, მნიშვნელოვანია თურქეთი, მათ შორის იმ კუთხითაც, რომ   საქართველოს ბევრი მოქალაქე ყოველდღიურად თურქეთში შრომობს და ამით თავიან ოჯახებს ინახავენ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ყველა საშუალება გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დავიცვათ ეს ადამიანები სხვადასხვა დარღვევებისგან. ეს იყო შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი  და მნიშვნელოვანი თემა. ასევე, ბევრი თურქი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს საქართველოში და მათი უფლებების დაცვა თურქული მხარისთვის, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია.  ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ არც ერთი ადამიანის უფლება არ დაირღვეს“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ.

ტეგები