საუკეთესო მეგობრები ეკრანზე, რომლებსაც ცხოვრებაში ერთმანეთი სძულთ
ამობეჭდვა · 07 / 03 / 2018 10:54
საუკეთესო მეგობრები ეკრანზე, რომლებსაც ცხოვრებაში ერთმანეთი სძულთ

ეს არის თამაში აუდიტორიაზე: ვითომ საუკეთესო მეგობრები ეკრანზე და ფოტოსესიების დროს, რომლებსაც სინამდვილეში ერთმანეთი საშინლად სძულთ. 

კიმ კატრალი და სარა ჯესიკა პარკერი სერიალიდან "სექსი დიდ ქალაქში" 


2004 წლის თებერვალში, გასაშვებად მზად იყო სრულმეტრაჟიანი ფილმი "სექსი დიდ ქალაქში", მაგრამ მისი პრემიერა გადაიდო. მიზეზი გახდა კიმ კატრალის სკანდალი დანარჩენ სამ მსახიობთან, მისთვის ჰონორარის მომატებასთან დაკავშირებით. ფილმის მეგობრებს შორის ჩხუბი იმდენად სერიოზული იყო, რომ ემის ჯილდოებაზე სარა ჯესიკა პარკერი, სინტია ნიქსონი და კრისტინ დევისი ფოტოგრაფებთან კიმის გარეშე პოზირებდნენ და მათ საერთო ფოტოც კი არ გადაუღიათ. 

გოგონებს შორის ურთიერთობა ისე დაიძაბა, რომ ფილმის მესამე ნაწილის სცენარი უკვე მზად იყო, მაგრამ მათი ერთად მუშაობა და გადაღებები წარმოუდგენლად ჩათვალეს და პროექტიც ამის გამო შეჩერდა. 

ტერი ჰეჩერი და მარსია კროსი სერიალ "სასოწარკვეთილი დიასახლისები"-დან


ანალოგიური ისტორია მოხდა სერიალ "სასოწარკვეთილი დიასახლისების" გადაღებებზეც. ფილმის პროდიუსერის, მარკ ჩერიას თქმით "ტერი ჰეჩერი ყველაზე კაპასი ქალია მსოფლიოში". მსახიობმა თითქმის ყველა პარტნიორთან იჩხუბა. კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი მისი ჰონორარი იყო. თითოეულ მსახიობს ინდვიდუალური კონტრაქტით ჰქონდა ჰონორარი განსაზღვრული. ტერი აღშფოთდა როცა გაიგო, რომ მისი ხელფასი მარსია კროსისზე ნაკლები იყო.

მეორედ ტერიმ სკანდალი მაშინ მოაწყო, როდესაც ჟურნალის ყდისთვის გამართულ ფოტოსესიაზე ის ფოტოსურათის ცენტრში არ დასვეს. მოკლედ მარკ ჩერიას თქმის არ იყოს, ტერის მართლა მძიმე ხასიათი აქვს. 


კოლინ ფარელი და ჯეიმი ფოქსი ფილმიდან "მაიამის პოლიცია"

ფილმში "მაიამის პოლიცია" კოლინ ფარელი და ჯეიმი ფოქსი საუკეთესო მეგობრებს და მეწყვილეებს თამაშობდნენ. მაგრამ რეალურ ცხოვრებაში, ყველაფერი პირიქით იყო. 

გავრცელებული ხმებით, ჯეიმი ფოქსს "ვარსკვლავური სენი" შეეყარა, მას შემდეგ რაც ფილმ "რეი"-ში შესრულებული როლისთვის ოსკარი მიიღო. ფოქსის ჰონორარიც ფარელისაზე გაცილებით მეტი იყო. ეს ყველაფერი გავლენას ახდენდა მსახიობების ურთიერთობებზე.

ბოლოს ჯეიმი ფოქსმა ისიც კი იკადრა, რომ რეჟისორს უარი განუცხადა ამერიკის საზღვრებს გარეთ დანიშნულ გადაღებებზე გამგზავრებაზე. ამის გამო სცენარისტს და რეჟისორს ფილმის ბოლო სცენების შეცვლა და გადაკეთებაც კი მოუწიათ.