კალათბურთელი კობი ბრაიანტის ოსკარს ხალხი აპროტესტებს
ამობეჭდვა · 07 / 03 / 2018 13:36
კალათბურთელი კობი ბრაიანტის ოსკარს ხალხი აპროტესტებს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავი კობი ბრაიანტი, 2018 წლის ოსკარით მულტიპლიკაციური ფილმი "ძვირფასი კალათბურთი"-სთვის დააჯილდოვეს. ცერემონიის დასრულებიდან რამდენიმე საათში მისთვის ოსკარის ჩამორთმევაზე პეტიცია მომზადდა, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელდა და მას ხელი უკვე 16 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა. 

 

საქმე ეხება 2003 წლის გახმაურებულ ამბავს, როდესაც ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ერთ-ერთი თაყვანისმცემელი მას გაუპატიურებაში სდებდა ბრალს. საბოლოოდ საქმე სასაამრთლომდე არ მისულა, მაგრამ ხალხი აღშფოთდა და ამ საქციელით კინოაკადემიის მხრიდან, ბოლო დროს გავრცელებული სექსუალური სკანდალების მიმართ არასწორ დამოკიდებულებაზე ალაპარაკდა.

თუ შუამდგომლობა 17 ათას ხელმოწერას შეაგროვებს, იგი კინოაკადემიას გადაეგზავნება რეაგირებისთვის. დაჯილდოების ცერემონიალის დასრულებიდან რამდენიმე საათში პეტიციაზე უკვე 16,300 ხელმომწერი დაფისირდა.

კობი ბრაიანტი პირველი NBA ვარსკვლავია რომელმაც კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო, ოსკარი მიიღო.

ტეგები