საქართველოში 35 წელს გადაცილებული 1243 სტუდენტია
ამობეჭდვა · 07 / 03 / 2018 14:25
საქართველოში 35 წელს გადაცილებული 1243 სტუდენტია

საქართველოში 35 წელს გადაცილებული 1243 სტუდენტი სწავლობს. მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, 35 წელზე მეტი ასაკის სტუდენტებს შორის 514 ქალია. 30-34 წლის სტუდენტთა რაოდენობა კი 1 942-ია, ხოლო 25-29 წლის 10 463 სტუდენტია.

საერთო ჯამში, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2017-2018 სასწავლო წლებში 143 808 სტუდენტი სწავლობს.

მანამდე საქსტატმა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ 2017 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 15 632 სტუდენტი ჩაირიცხა, ხოლო 9 774-მა სწავლა დაასრულა (კურსდამთავრებულები).

ტეგები