ან პაოლო დიბალა გადაიპარსავს თავს, ან გატუზოს მოუწევს "კვერცხების მოჭრა"
ამობეჭდვა · 07 / 03 / 2018 15:30
ან პაოლო დიბალა გადაიპარსავს თავს, ან გატუზოს მოუწევს  "კვერცხების მოჭრა"

აპენინურ მედიაში საინტერესო განცხადებები გავრცელდა. ერთი "იუვენტუსის" ლიდერს, პაოლო დიბალას ეკუთვნის, მეორე კი არგენტინელის განცხადებაზე პასუხია "მილანის" თავკაც, ჯენარო გატუზოსგან.

ტურინელთა ახალგაზრდა შემტევმა იტალიის თასის ფინალში "როსონერის" გასვლის შესახებ ასეთი კომენტარი გააკეთა: "მილანი" თასს მოიგებს? თუ მათ იტალიის თასი მოიგეს, მზად ვარ თმა გადავიპარსო".

ამ განცხადების შესახებ "როსონერის" თავკაცსაც აცნობეს, რაზეც მან უპასუხა: "თუ "იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგა მოიგო, კვერცხებს მოვიჭრი".

ტეგები