თურქეთის მოქალაქემ ბათუმში ქალი ცემა
ამობეჭდვა · 07 / 03 / 2018 16:53
თურქეთის მოქალაქემ ბათუმში ქალი ცემა

ბათუმის სასამართლოში თურქეთის მოქალაქეს ქალის ცემისთვის ასამართლებენ. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა ბათუმში, ერთ-ერთ ღამის კლუბში ახალგაზრდა ქალი ცემა. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.

ბრალდებული საქართველოში მეორე წელია რაც ცხოვრობს. ის ძალადობისთვის ერთხელ უკვე გაასამართლეს და ჯარიმაც გადაიხადა. ბოლო შემთხვევის შემდეგ სასამართლომ ბრალდებული 1500 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მტკიცებულებები, რაც პროკურატურამ წინა სასმართლო სხდომაზე წარმოადგინა, ბრალდებულმა უდაოდ მიიჩნია. დაცვის მხარეს ამ საქმეში რაიმე სახის მტკიცებულება არ აქვს.

ძალადობა გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ეს მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 120-დან 180 საათამდე, ან ერთი წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

ტეგები