Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა
ამობეჭდვა · 07 / 03 / 2018 18:19
Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა

Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა.

წელს მსოფლიოს 2208 მილიარდერი ჰყავს, შარშან სიაში 2043 მილიარდერი იყო. 


სიაში მოხვედრილ მილიარდერთა ჯამური კაპიტალი 9.1 ტრილიონი დოლარია - შარშანდელზე 18%-ით მეტი. 20 უმდიდრესი ადამიანის ჯამური ქონება 1.2 ტრილიონ დოლარად არის შეფასებული, ხოლო სიის წევრთა საშუალო ქონება $4.1 მილიარდია.

ოთხწლიანი ლიდერობის შემდეგ, ბილ გეიტსმა დათმო პირველი ადგილი. "ამაზონის" დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი 12 თვეში $39 მილიარდით გამდიდრდა და პირველად მოექცა ყოველწლიური რეიტინგის სათავეში. ბეზოსი პირველი მილიარდერია "ფორბსის" რეიტინგების ისტორიაში, რომლის ქონებაც 12-ნიშნა რიცხვით არის შეფასებული.

2012 წლის შემდეგ პირველად, ევროპის ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა LVMH-ის თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი, ბერნარ არნო - მისი ქონება $72 მილიარდს შეადგენს.

2018 წელს მსოფლიოს 259 ახალი მილიარდერი ჰყავს, 121-მა ადამიანმა კი დატოვა მილიარდერთა სია.

საქართველოდან რეიტინგში ისევ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი მოხვდა. $4.6 მილიარდით ის 456 ადგილზეა ($4.5 მილიარდი და 367-ე ადგილი 2017 წელს).

2018 წლის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ათეული ასე გამოიყურება:

1. ჯეფ ბეზოსი - $112 მილიარდი

2. ბილ გეიტსი - $90 მილიარდი

3. უორენ ბაფეტი - $84 მილიარდი

4. ბერნარ არნო - $72 მილიარდი

5. მარკ ცუკერბერგი - $71 მილიარდი

6. ამანსიო ორტეგა - $70 მილიარდი

7. კარლოს სლიმ ელუ - $67.1 მილიარდი

8. ჩარლზ კოხი - $60 მილიარდი

9. დევიდ კოხი - $60 მილიარდი

10. ლარი ელისონი - $58.5 მილიარდი

ტეგები