პარლამენტის პლენარული სხდომა
ამობეჭდვა · 07 / 03 / 2018 20:16
პარლამენტის პლენარული სხდომა

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის აპარატის ახალი უფროსი გივი მიქანაძე წარადგინა და დეპუტატებს მისი ბიოგრაფიული მონაცემები გააცნო.

„დარწმუნებული ვარ მასთან თანამშრომლობა იქნება ძალიან კომფორტული ყველა დეპუტატისთვის განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და განურჩევლად მათი სტატუსისა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რეგლამენტით გათვალისწინებული დრო პარლამენტის წევრთა განცხადებებს დაეთმო. დეპუტატთა განცხადებების მნიშვნელოვანი ნაწილი ცხინვალის რეგიონში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს და ამ ფაქტთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღების საკითხს დაეთმო.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს ის მოვლენაა როდესაც სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება. „რუსეთის დესტრუქციული ქმედებები არა მხოლოდ უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს ის ხელყოფს ადამიანის სიცოცხლეს და ეს არის სრულიად მიუღებელი და დაუშვებელი, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე“,-განაცხადა სოფიო ქაცარავამ. მისი თქმით ყველანაირი ძალისხმევა არის მობილიზებული იმისათვის რომ ცხედარი დაუბრუნდეს ოჯახს. საერთაშორისო საზოგადოება ინფორმირებულია განვითარებულ მოვლენებზე.

„ერთ-ერთი პრიორიტეტია და მიგვაჩნია, რომ უალტერნატივოც, და ჩვენ კვლავაც გავაგრძელეთ ურთიერთობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობასთან. ჩვენი ეროვნული ინტერესია, რომ მშვიდობიანად დავარეგულიროთ კონფლიქტი და ამ სამშვიდობო პოლიტიკას არ აქვს ალტერნატივა“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრის, ადა მარშანიას განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავე აუცილებლად უნდა დაისაჯოს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ყველამ გააცნობიეროს, რომ საქართველო არ ებრძვის აფხაზებს და ოსებს.

„დამნაშავე, ვინც არ უნდა იყოს, აუცილებლად უნდა დაისაჯოს. ჩვენ არ ვებრძვით ოსებს და აფხაზებს - ჩვენ ვებრძვით დამნაშავეებს. ჩვენ ვებრძვით მკვლელებს, რომელებსაც ეროვნება არა აქვთ“, - განაცხადა ადა მარშანიამ. მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა „საქართველოს პატრიოტების“ მოთხოვნა მოსკოვთან, ცხინვალთან და სოხუმთან პირდაპირი დიალოგის დაწყების აუცილებლობის შესახებ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ შეშფოთება და სამძიმარი გამოთქვა ცხინვალის იზოლატორში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო. „ვუერთდები სამძიმარს. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა რეალობა, რომლის წინაშე ჩვენ აღმოვჩნდით“, განაცხადა მან. ნუკრი ქანთარიამ ცხინვალში პროტესტის გამოსახატავად ბავშვების გამოყვანის ფაქტი დაგმო და მძიმე ემოციური ფონის მიუხედავად ყველას კეთილგონიერებისკენ მოუწოდა.

ცხინვალის რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი უმცირესობიდან სერგი კაპანაძე და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტი მოახდენს ერთიან, ძლიერ რეაგირებას, უმცირესობის მიერ წარმოდგენილი წინადადებები ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით გაზიარებული იქნება და პარლამენტი მიიღებს შესაბამის რეზოლუციას. მან ასევე გააკრიტიკა ბორჯომში განვითარებული მოვლენები და ხელისუფლებას შესაბამისი ზომების მიღებისაკენ მოუწოდა.

თვითმმართველობისა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე, ამ მიმართულებით ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და მისი აღსრულების პოლიტიკური ნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მიმდინარე კვირის დასაწყისში ხელისუფლების უმაღლესი პირების მხრიდან, პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის მხრიდან, საზოგადოებამ მიიღო ინფორმაცია დეცენტრალიზაციის და თვითმმართველობის განვითარების ხედვის შესახებ. ეს არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხი, იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან თვალნათლივ და მკაფიოდ გამოჩნდა რომ ხელისუფლებას გვაქვს პოლიტიკური ნება განვახორციელოთ დეცენტრალიზაციის რეფორმა, რომელიც დაეფუძნება სამ ძირითად სვეტს: ახალი უფლებამოსილებები მუნიციპალიტეტებს, ადგილზე არსებული საჭიროებების საპასუხოდ; მეტი ფინანსური რესურსი პრობლემების მოსაგვარებლად და განვითარების უზრუნველსაყოფად; მოქალაქეების უფრო აქტიური ჩართულობა და მონაწილეობა საკუთარი სოფლის, თუ ქალაქის ადმინისტრაციის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“,-განაცხადა ზაზა გაბუნიამ. მისი თქმით, ეს არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხი სახელმწიფოსთვის განვითარების ამ ეტაპზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს ქვეყანას რეგიონების უთანაბრობის პრინციპის აღმოფხვრისა და თვითმმართველობის, როგორც მმართველობითი სისტემის განვითარების და გაძლიერების მიმართულებით აქვს.

მისი ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ მიმდინარე წელს მოხდება დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავება და მისი დამტკიცება საქართველოს პარლამენტის მიერ.

აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე.

„დეცენტრალიზაცია არის დემოკრატიის ქვაკუთხედი, არის ეფექტიანი მმართველობის ქვაკუთხედი, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა იწყება და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ რეფორმას ექნება საერთო მხარდაჭერა ყველა პოლიტიკური ძალის მხრიდან და ფართო საზოგადოების მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ზაზა გაბუნია ასევე შეეხო, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის ეფექტურობის საკითხს და მთაში მცხოვრები მოქალაქეების მხარდასაჭერად კანონის ფარგლებში გაწეული დახმარების შესახებ სტატისტიკური მონაცემები წარადგინა.

„ამ კანონის და დაწესებული შეღავათების დადებითი გავლენა სახეზეა და ამ კანონის პრაქტიკაში მოქმედების შედეგი გახლავთ ისიც, რომ წარსულში არაერთ, დაცლის პირას მყოფ სოფელში, მოსახლეობა უკან ბრუნდება, ამ პროცესს ახასიათებს მკვეთრად დადებითი ტენდენცია და იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენცია იქნება შენარჩუნებული და გაზრდილი. გასულ კვირას გაიმართა მთის ეროვნული საბჭოს სხდომა, სადაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ კანონის მოქმედება გავრცელდება კიდევ 15 დასახლებაზე და იქ მუდმივად მცხოვრები

ტეგები