ფოტო-ვიდეო ჯარიმების რაოდენობა გაიზარდა
ამობეჭდვა · 07 / 03 / 2018 21:31
 ფოტო-ვიდეო ჯარიმების რაოდენობა გაიზარდა

ჯარიმის გადახდის ახალი წესის ამოქმედების შემდეგ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფოტო-ვიდეო ჯარიმების რაოდენობა თითქმის 2.5-ჯერ გაიზარდა.

შსს-ის ცნობით, 2018 წლის იანვარ-თებერვალში გამოწერილი საჯარიმო ქვითრების რაოდენობამ 119 236 შეადგინა, ხოლო 2017 წლის იანვარ-თებერვალში 49 159 საჯარიმო ქვითარი გამოიწერა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეოჯარიმების ქვითრების საჯაროდ გამოქვეყნება დაიწყო.

როგორც უწყებაში განმარტავენ, საჯარიმო ქვითარი police.ge-ზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს დაჯარიმებული პირისთვის ჩაბარებულად ითვლება.

ტეგები