ინვესტორებმა ვაინშტეინების საპროდიუსერო კომპანიის ყიდვა გადაიფიქრეს
ამობეჭდვა · 07 / 03 / 2018 23:19
ინვესტორებმა ვაინშტეინების საპროდიუსერო კომპანიის ყიდვა გადაიფიქრეს

ინვესტორების ჯგუფმა, რომელსაც ჰარვი და რობერტ ვაინშტეინის დაარსებული საპროდიუსერო კომპანია Weinstein Co უნდა შეეძინა, გარიგებაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც აუდიტმა კომპანიის 50-მილიონიანი დავალიანება გამოავლინა.

ინვესტორების ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია კონტრერას-სვიტმა განცხადება გაავრცელა, სადაც კომპანიის ყიდვაზე უარის თქმის საფუძველი განმარტა.

მანამდე Weinstein Co. აცხადებდა, რომ თუ ინვესტორთან ვერ შეთანხმდებოდა, გაკოტრების პროცედურების დაწყება მოუწევდა.

2017 წელს ჰოლივუდში სექს-სკანდალი აგორდა, რომლის მთავარი გმირი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი იყო. სკანდალური საქმის შესახებ მასალები თითქმის ერთდროულად გამოაქვეყნა ორმა წამყვანმა ამერიკულმა გამოცემამ - The New York Times-მა და The New Yorker-მა.

პროდიუსერი ჯერ საკუთარი კომპანიიდან გააძევეს, შემდეგ ის ცოლმა მიატოვა, გასულ კვირას კი ამერიკულმა და ბრიტანულმა პოლიციამ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამასთან, ის ბრიტანეთის და ამერიკის კინოაკადემიებიდან გარიცხეს.

ტეგები