კასპში კაცმა 17 წლის შვილი ცემა - მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ამობეჭდვა · 07 / 03 / 2018 23:32
კასპში კაცმა 17 წლის შვილი ცემა - მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში მამამ 17 წლის შვილი ცემა. ამის შესახებ ინფორმაციას „გურია ნიუსი" ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ნაცემი მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

ტეგები