თბილისში ლგბტ თემის აქციაზე კონტრაქციის მონაწილე დააკავეს
ამობეჭდვა · 08 / 03 / 2018 15:56
თბილისში ლგბტ თემის აქციაზე კონტრაქციის მონაწილე დააკავეს

თბილისში, იუსტიციის სახლთან ლგბტ თემის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. მათი განცხადებით, ტრანსგენდერი ქალები ვერ საქმდებიან. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლის პროცედურის გამარტივებას ითხოვდნენ.

აღნიშნული აქციის პარალელურად, იუსტიციის სახლთან კონტრაქცია მიმდინარეობდა, რომლის მონაწილეებმა კვერცხების სროლა სცადეს, რის შედეგადაც სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ბავშვთა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი გურამ ფალავანდიშვილია.

ტეგები