დავიდ ასტორის დაკრძალვაზე მისულ იუვეს ფეხბურთელებს ქომაგები აპლოდისმენტებით დახვდნენ (ვიდეო)
ამობეჭდვა · 08 / 03 / 2018 16:51

საფეხბურთო კლუბ "ფიორენტინას" ფეხბურთელის დავიდე ასტორის დაკრძალვაზე მისულ "იუვენტუსის" ფეხბურთელებს ფლორენციელი ქომაგები აპლოდისმენტებით დახვდნენ.

დავიდ ასტორი 4 მარტს გარდაცვლილი საკუთარ სასტუმრო ოთახში იპოვეს, სადაც გუნდი უდინეზესთან გასამართი მატჩისთვის ემზადებოდა. ფეხბურთელი 31 წლის იყო.

ტეგები